მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები - ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა
გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები - ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები - ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „ხალხის ძალა“ უკვე წლებია საუბრობს ევრობიუროკრატების ზეწოლასა და ჩარევაზე სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში.

„ჩვენ გაცილებით ადრე დავინახეთ და ვისაუბრეთ კიდეც აღნიშნულზე, უფრო ადრე განვიცადეთ კიდეც ყველაფერი ჩვენს თავზე. „ხალხის ძალაზე“ კარგად არავინ იცის, როგორ ხდებოდა ჩარევები და ზეწოლა“ - განაცხადა დეპუტატმა.

მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის კონგრესის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირმა დაკარგა საკუთარი ღირებულებები.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ, საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა ამერიკა-ევროკავშირს შორის. ეს იქამდეა მისული, რომ პრაქტიკულად არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, ან ულტიმატუმების ენით საუბრობენ. არა მარტო ევროკავშირის მიმართ კითხვის ნიშნებზეა საუბარი, არამედ „ნატო“- ს არსებობაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს კითხვები მხოლოდ ამერიკის მხრიდან არ მოდის. „ნატო“-ს სხვა წევრებიც ამბობენ, რომ ჯობია მისი დაშლა და რაიმე ახალი ფორმით შექმნა. ბუნებრივია, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენში გამოსვლაზე ევროპელებს ეუბნება, რომ არც რუსეთია მათი პრობლემა, არც ჩინეთი და რომ მათი პრობლემის საფუძველი ევროკავშირის ბიუროკრატიაა - უკვე იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ „ხალხის ძალა“ არ ვხედავდით ამ რეალობას.

ჩვენ გაცილებით ადრე დავინახეთ და ვისაუბრეთ კიდეც აღნიშნულზე, უფრო ადრე განვიცადეთ კიდეც ყველაფერი საკუთარ თავზე. ჩვენზე კარგად არავინ იცის, როგორ ხდებოდა ჩარევები და ზეწოლა. ჩვენს შემდგომ შეიძლება ბევრმა გაბედა და ისაუბრა ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ. თუმცა, რასაც „ხალხის ძალა“ ვსაუბრობდით ჩვენს წერილებში, მერე იმავეს საუბრობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ტრამპი, მისი ადმინისტრაცია - ეს ნიშნავს იმას, რომ „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები. ეს ყველაფერი კონკრეტული ქმედებებით დადასტურდა. იურიდიული კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა. ეს კი მაშინ, როცა თავად საუბრობდნენ სხვა ქვეყნების ჩარევაზე. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წუხილები, რომ ევროკავშირმა დაკარგა საკუთარი ღირებულებები, აღმოჩნდა მართალი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი