
გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია
მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია და ეს მათ, სხვათა შორის, არც დაუმალავთ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას მიერ ნინო წილოსანის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებას.
როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, პირველად არაა, როცა რადიკალები საზოგადოების წარმომადგენლებს დაჭერითა და ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ასეთი ფორმა კი, როგორც ის აცხადებს, სრულებითაც არაა ცივილიზებული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი.
„მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია და ეს მათ, სხვათა შორის, არც დაუმალავთ. ამიტომაც არის კითხვის ნიშნები საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ გვარამიას, სააკაშვილს, ბარამიძეს და ასეთ ადამიანებს და მათ პარტიებს როგორ შეიძლება, მხარდაჭერა გამოუცხადო. ისინი გაცხადებულად, წინასწარ ემუქრებიან საზოგადოებას და აანონსებენ, რომ ვიღაცას დაიჭერენ, ჩამოახრჩობენ, დახვრეტენ. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ძალადობრივ აქციებზე და არამარტო აქციებზე, გვარამია პირდაპირ ემუქრებოდა ხალხს დაჭერით. მუქარა მათი სტილია. ესაა პროევროპული პარტია? თურმე პროევროპული ყოფილა პარტია, რომლის ლიდერები ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ და ემუქრებიან საზოგადოებას მაშინაც კი, როცა არანაირი უფლება არ აქვთ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე. აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge