მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი გამოცხადდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხოდაშენისხევის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 5 033 404 ლარი; ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 1 022 992 ლარი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლის ხევის მარცხენა სანაპიროზე (კაბალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე) ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისთვის - სავარაუდო ღირებულებით 10 005 879 ლარი.

აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე განვითარებული ეროზიული და მეწყრული პროცესების გამო, აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებასა და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

სამივე პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

შესყიდვის ბმულები:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699138&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699265&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699633&lang=ge

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Netflix-ი მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს

Netflix-ი მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს

იმედი

პუტინი: შეთანხმება, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა შედგეს

პუტინი: შეთანხმება, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა შედგეს

იმედი

ზელენსკი: მტერს შვებულება არ აუღია - რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ

ზელენსკი: მტერს შვებულება არ აუღია - რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ

იმედი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

იმედი