
პუტინი: შეთანხმება, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა შედგეს
უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსი არსებობს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„არსებობს თუ არა შანსები? ჩემი აზრით, დიახ, არსებობს“, - აღნიშნა პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთმანეთში მორიგება, პირველ რიგში, რუსეთმა და უკრაინამ უნდა შეძლონ“.
„რუსეთი მადლობელია ყველასი, ვინც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანას ცდილობს“, - დასძინა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი, მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას ამ თემაზე „და ყოველნაირად უწყობენ ხელს, რომ პრობლემა გადაიჭრას, პირველ რიგში კი მშვიდობიანი საშუალებებით“.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, როდესაც მას ვხვდებით, ასევე მუდმივად აყენებს ამ საკითხს“, - განაცხადა პუტინმა.
„თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა, პირველ რიგში, კონფლიქტში ჩართულმა ქვეყნებმა უნდა გადაჭრან. ესენია რუსეთი და უკრაინა. ეს სწორი მიდგომაა. მაგრამ ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს“, - შეაჯამა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge