მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჰარი პოტერის“ ფანებმა ელექტროკაბელის მარშრუტი დობის „საფლავის“ გამო შეაცვლევინეს
„ჰარი პოტერის“ ფანებმა ელექტროკაბელის მარშრუტი დობის „საფლავის“ გამო შეაცვლევინეს

„ჰარი პოტერის“ ფანებმა ელექტროკაბელის მარშრუტი დობის „საფლავის“ გამო შეაცვლევინეს

იმედი|imedinews.ge

„ჰარი პოტერის“ ფანებმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის მრავალმილიონიანი ენერგოკავშირის მარშრუტის შეცვლა მოახერხეს - მათი განცხადებით, შინაური ელფის, დობის მემორიალს დააზიანებდა.

430 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მაღალი ძაბვის კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც ხმელეთსა და ზღვის ფსკერზე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის უნდა გაიაროს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ჰარი პოტერის“ ფანებმა გაარკვიეს: თავდაპირველი მარშრუტი გამოგონილი პერსონაჟის, შინაური ელფი დობის მემორიალს შეეხებოდა.

190-კილომეტრიანი მაღალი ძაბვის კაბელი Greenlink, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ირლანდიაში ელექტროენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველეყო, ირლანდიის უექსფორდის საგრაფოსა და უელსში, პემბრუკშირის ფრეშუოტერ-უესტის პლაჟს შორის უნდა გაეყვანათ. სწორედ ამ პლაჟზე გადაიღეს დობის დაღუპვის სცენა ფილმში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 1“. მას შემდეგ პლაჟი საგის ფანების პილიგრიმობის პოპულარულ ადგილად იქცა: მათ იქ დობის მემორიალი მოაწყვეს და დაცემული გმირის პატივსაცემად მოხატული ქვებისა და წინდების დატოვება დაიწყეს.

საპროტესტო ტალღა კი მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ Greenlink-ი პირდაპირ დობის მემორიალზე გაივლიდა. საკონსულტაციო კომპანია Etchea Energy-ის გენერალურმა დირექტორმა, საიმონ ლადლამმა, გასულ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პოდკასტში The Energy Revolution ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მოჰყვა ამ გეგმებს „ასობით ზარი“ „ჰარი პოტერის“ განრისხებული ფანებისგან.

„ეს არის გამოგონილი პერსონაჟი გამოგონილი წიგნიდან, აქ ყველაფერი გამოგონილია, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?“ - ჰკითხა ლადლამმა ერთ-ერთ კოლეგას, რომელმაც მას ფანების აღშფოთების შესახებ აცნობა და დაჟინებით უმტკიცებდა, რომ სიტუაცია „ძალიან, ძალიან სერიოზული“ იყო.

„მაშინ ჩვენ დავუბრუნდით დაგეგმარების სპეციალისტებთან განხილვას და დეტალურად გავარჩიეთ, როგორ შეგვეცვალა კაბელის მარშრუტი, რათა მას დობის საფლავზე აღარ გაევლო. ბევრი ამით ძალიან კმაყოფილი დარჩა. პროექტი ხორციელდება, დობიც კმაყოფილია“, - განმარტა ლადლამმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს პაატა კილაძე უხელმძღვანელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს პაატა კილაძე უხელმძღვანელებს

იმედი

ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი კირცხალიას წერილზე: თურმე საქართველოს ოკუპირება არაფერია და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მაშინ უკვე საჭიროა ანტირუსული პროპაგანდა

გურამ მაჭარაშვილი კირცხალიას წერილზე: თურმე საქართველოს ოკუპირება არაფერია და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მაშინ უკვე საჭიროა ანტირუსული პროპაგანდა

იმედი