მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

იმედი|imedinews.ge

კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭი. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხარის, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვესაუბრე ახლა, ორივე კარგად არის, თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრეს. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • "კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობსრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
  • საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვისBM.GE
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

იმედი

ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

იმედი