მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა
მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

იმედი|imedinews.ge

ისტორიაში პირველად, დედამიწაზე 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. მიზეზი შობადობის დაბალი დონე და მთელ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაა, - წერს Axios-ი აშშ-ის აღწერის ბიუროს მოხსენებაზე დაყრდნობით.

შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2013 წელს მსოფლიო მოსახლეობის 45% ცხოვრობდა ქვეყნებში, სადაც შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 2,1 ბავშვი ან ნაკლები იყო. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 71%-მდე გაიზარდა.

ამჟამად ჩინეთსა და ინდოეთში - მსოფლიოს ორ ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში, შობადობის დონე აღწარმოების მაჩვენებელზე (2,1) დაბალია. ეს მაჩვენებელი ასევე დაბალია ბანგლადეშში, მექსიკასა და ვიეტნამში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

იმედი

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

იმედი