მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი გახსნა და ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება. ცნობილი ხდება, თუ რაზე შეთანხმდნენ აშშ და ირანი
ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი გახსნა და ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება. ცნობილი ხდება, თუ რაზე შეთანხმდნენ აშშ და ირანი

ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი გახსნა და ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება. ცნობილი ხდება, თუ რაზე შეთანხმდნენ აშშ და ირანი

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, მალე ხელს მოეწერება, გულისხმობს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას გადასახადების დაწესების გარეშე და ირანის წინააღმდეგ ადრე შემოღებული სანქციების თანდათანობით შემსუბუქებას. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი აშშ-სა და ირანს შორის ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას კიდევ 60 დღით გახანგრძლივებას მოიცავს. ამ პერიოდში მხარეები თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს გამარტავენ.

ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის დიპლომატმა გამოცემას მომავალი მემორანდუმის ტექსტი გააცნო. მისი თქმით, ტექსტი შეთანხმებულია, თუმცა მას საბოლოო დამტკიცება სჭირდება.

ტრამპმა განაცხადა, რომ უქმეებზე დოკუმენტს ხელი მოეწერება. როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-17 ტიპის ოთხი თვითმფრინავი ევროპაში გაფრინდა. მათ ბორტზე სპეციალური მოწყობილობები ჰქონდა, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ჟენევაში ჩასვლას არ გამორიცხავს, სადაც, სავარაუდოდ, ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

მემორანდუმის თანახმად, ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე გარკვეულ ვალდებულებებს აიღებს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია იმაზე, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. თეირანი აგრეთვე აიღებს პასუხისმგებლობას, უკვე გამდიდრებული ურანის პრობლემა მოაგვაროს.

შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას. ამის საპასუხოდ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის.

აშშ-ის ოფიციალური პირები აგრეთვე ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ირანზე დაწესებული სანქციები დროებით მოიხსნება, რაც მას 60 დღის განმავლობაში ნავთობის გაყიდვის საშუალებას მისცემს. სანქციების შემსუბუქებული რეჟიმი გაგრძელდება, თუ თეირანი მკაცრად დაიცავს პირვანდელ შეთანხმებას და ბირთვულ მოლაპარაკებებზე „კეთილსინდისიერებას“ გამოიჩენს.

ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა დოკუმენტში ჩანაწერი ირანის გაყინული აქტივების შესახებ. ცნობილია, რომ თეირანი გაყინული აქტივების დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს მაშინ, როცა აშშ მათ გადაცემას ნაწილ-ნაწილ აპირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - აშშ-მა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელარუსთავი 2
  • გვიან ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმები განახორციელაBM.GE
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →სანქციების →ხდება →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

იმედი

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

იმედი