მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჰუმანოიდი რობოტი ეკვადორში ვულკანზე ავიდა
ჰუმანოიდი რობოტი ეკვადორში ვულკანზე ავიდა

ჰუმანოიდი რობოტი ეკვადორში ვულკანზე ავიდა

იმედი|imedinews.ge

ჰუმანოიდმა რობოტმა პირველად დაიპყრო 6 ათასი მეტრის სიმაღლის მწვერვალი. Unitree G1-მა, რომელიც ასევე ცნობილია სახელით Pemba José Lani, ეკვადორის უმაღლეს წერტილზე, ვულკან ჩიმბორასოზე ავიდა, რომლის სიმაღლეც 6 200 მეტრს აღემატება. ინფორმაცია პროექტის გუნდმა სოციალურ ქსელში X გაავრცელა.

16-საათიანი შტურმის განმავლობაში, სპეციალური ფეხსაცმლით, ქურთუკითა და სამთო უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი ადამიანის მსგავსი რობოტი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა იმ მონაკვეთებზე, სადაც დახრილობა 30 გრადუსზე ნაკლები იყო. თუმცა, მარშრუტის უფრო რთულ ფრაგმენტებზე ის ხელით გადაჰყავდათ. გუნდის შემდეგი მიზანი ჰავაის მწვერვალი მაუნა-კეაა, რის შემდეგაც ჯგუფი ევერესტის დაპყრობას შეეცდება.

პროექტი Pemba იმის შესამოწმებლად შეიქმნა, თუ როგორ შეუძლიათ ჰუმანოიდ რობოტებს ავტონომიურად მუშაობა მძიმე კლიმატურ პირობებსა და რთულად მისადგომ ბუნებრივ გარემოში. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა ეკოლოგებს ამაზონიისა და პლანეტის სხვა წერტილების მონიტორინგისთვის გადაეცეთ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა