მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იაპონური მედია: რუსული რაკეტებისა და დრონების დაახლოებით 90% იაპონური წარმოების კომპონენტებს შეიცავს
იაპონური მედია: რუსული რაკეტებისა და დრონების დაახლოებით 90% იაპონური წარმოების კომპონენტებს შეიცავს

იაპონური მედია: რუსული რაკეტებისა და დრონების დაახლოებით 90% იაპონური წარმოების კომპონენტებს შეიცავს

იმედი|imedinews.ge

რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების დაახლოებით 90%-ში იაპონური კომპანიების მიერ წარმოებული ელექტრონული კომპონენტებია გამოყენებული. ინფორმაციას Kyodo News-ი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენელზე ვლადისლავ ვლასიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლასიუკის თქმით, იარაღში აღმოჩენილი კომპონენტების უმეტესობა იაპონიაში სამოქალაქო დანიშნულებით იყიდებოდა. Kyodo News-ის შეფასებით, რუსეთი იყენებს ფართო მოხმარების პროდუქციას, რომლის ექსპორტის კონტროლი სანქციების პირობებში რთულია.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით, რუსულ Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებში გამოყენებულია იაპონიის წამყვანი ნახევარგამტარების მწარმოებლებისა და სხვა მსხვილი ელექტრონიკის კომპანიების კომპონენტები.

Kyodo News-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ 13 იაპონურ კომპანიას, რომელთა კომპონენტებიც რუსულ რაკეტებსა და დრონებში აღმოაჩინეს. ხუთმა კომპანიამ კომპონენტების წარმომავლობის დადასტურება ვერ შეძლო და მიზეზად ინფორმაციის სიმწირე დაასახელა. ერთ-ერთმა მწარმოებელმა არ გამორიცხა, რომ მისი პროდუქცია სხვა დანიშნულებით გამოიყენეს, კიდევ ერთმა კი განაცხადა, რომ იდენტიფიცირებული კომპონენტი სხვა კომპანიის წარმოებული იყო. დანარჩენ ექვს კომპანიას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →რუსული →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა