მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ოდისეას“ გადაღებას გეგმავს
ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ოდისეას“ გადაღებას გეგმავს

ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ოდისეას“ გადაღებას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

ილონ მასკმა განაცხადა, რომ თავისი სტარტაპის, xAI-ის მიერ შემუშავებული ნეიროქსელის, Grok-ის მეშვეობით „ოდისეას“ საკუთარ ეკრანიზაციას შექმნის.

„ამ წლის ბოლომდე Grok Imagine „ოდისეას“ მოტივებზე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს, რომელიც ისტორიულად ზუსტი და ჰომეროსის მხატვრული სტილის ერთგული იქნება“, - დაწერა მილიარდერმა. სოციალურ ქსელში X. მან ასევე გადააზიარა ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეო, რომელშიც ნეიროქსელის მიერ გენერირებული „ოდისეას“ ფრაგმენტი იყო ასახული და კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

სხვა პოსტში მასკმა მხარი დაუჭირა ერთ-ერთი მომხმარებლის იდეას, გამოეყოთ 100 მილიონი დოლარი მსახიობ და რეჟისორ მელ გიბსონისთვის, რათა მას „ისტორიულად ზუსტი“ ხომალდებით, აბჯრით, იარაღითა და სამსახიობო შემადგენლობით ეკრანიზაცია გადაეღო, რომელშიც ყველა დიალოგი ჰომეროსის ეპოქის ძველბერძნულ ენაზე, პოემის ტექსტის ციტატებისგან იქნება შედგენილი.

მასკმა კრისტოფერ ნოლანის ეკრანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკა. ბიზნესმენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ელენე ტროელისა და ტროას დედოფლის როლზე შავკანიანი მსახიობის, ლუპიტა ნიონგოს არჩევა გახდა.

ნოლანის „ოდისეას“ მსოფლიო პრემიერა 16 ივლისს შედგა. სურათში ითამაშეს მეტ დეიმონმა, ტომ ჰოლანდმა, ენ ჰეთევეიმ, რობერტ პატინსონმა, ზენდაიამ, შარლიზ თერონმა, ბენი საფდიმ, მია გოთმა და სხვებმა. გაქირავების პირველ უქმეებზე ფილმმა აშშ-ში დაახლოებით 124,5 მილიონი დოლარი დააგროვა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 264,1 მილიონი დოლარი, მაშინ, როცა ბიუჯეტი 250 მილიონს შეადგენდა. ეს ნოლანის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტრო 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავსBM.GE
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისფორმულა
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან

პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან

იმედი

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

იმედი

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი