მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს
იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს

იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები. მობილიზებულია 13 ერთეული სპეცტექნიკა. სააგენტოს ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის სამეგრელო-იმერეთის მიმართულების ჯგუფმა ხონის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - გუბში, კუხსა და დედალაურში 780 ჰა ტერიტორია დაამუშავა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით.

მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივებს დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია ასევე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ფეისბუქ გვერდსა და ვებგვერდზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, წამლობა თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში დროულად, აგროკალენდრის მიხედვით განახორციელონ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

იმედი