მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინგა ფხალაძე: თელავში სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება
ინგა ფხალაძე: თელავში სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება

ინგა ფხალაძე: თელავში სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება

იმედი|imedinews.ge

დღეს, ულამაზეს თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით, ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, რომელმაც თელავში 26 მაისის საზეიმო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

თელავში განთავსებულია ენერგეტიკასთან დაკავშირებული საგამოფენო ინსტალაციები, ადგილზე წარმოდგენილია შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ფოტო ზონა, საბავშვო-გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე დაგეგმილია საზეიმო კონცერტი. სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამინისტროს სისტემაში შემავალი ენერგეტიკული პროფილის უწყებები და ორგანიზაციები: საქრუსენერგო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა და ენგურჰესი.

თელავში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ფოსტა - მოეწყო ფოტო ზონები და ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო ინსტალაციები, საბავშვო-გასართობი სივრცე და ა.შ.

„აქ ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ სპეციალურად მოწყობილ ენერგეტიკულ სივრცეებს. ეს კუთხეები საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული. ასევე, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას. სპეციალურად შექმნილი მაკეტების საშუალებით, სტუმრები ახლოს გაეცნობიან ენერგეტიკული დარგის ფუნქციონირებას და ნახავენ, თუ როგორ წარმოიქმნება ელექტროენერგია“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

მისივე თქმით, საგამოფენო სივრცეში გამოფენილია რუკები, რომლებიც აჩვენებს, თუ სად გადის მაგისტრალური მილსადენები და როგორია საქართველოს ელექტროგადამცემი სისტემა.

ინგა ფხალაძესთან ერთად თელავში იმყოფება ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. მინისტრის მოადგილეებმა ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და ფოსტის თემატიკასთან დაკავშირებული შემეცნებით-გასართობი სივრცეები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად დაათვალიერეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი