მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი|imedinews.ge

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იანვარში კიგანს კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს.

„სრული მწუხარებით გაცნობებთ, რომ კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი კიბოს ებრძოდა და სიცოცხლის ბოლო წუთები ცოლისა და ქალიშვილების გარემოცვაში გაატარა. ოჯახს სურს მადლობა გადაუხადოს კევინის შესანიშნავ სამედიცინო პერსონალს გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან რთული დროა და ოჯახი პირად სივრცესა და სიმშვიდეს ითხოვს“, - ნათქვამია კიგანების ოჯახის განცხადებაში.

კიგანმა „ოქროს ბურთი“ 1978 და 1979 წლებში მოიპოვა. „ნიუკასლის“ გარდა, ის თამაშობდა ისეთ ინგლისურ კლუბებში, როგორიცაა „ლივერპული“, „სკანტორპ იუნაიტედი“ და „საუთჰემპტონი“, ასევე გერმანულ „ჰამბურგსა“ და ავსტრალიურ „ბლექთაუნ სიტიში“.

„ლივერპულთან“ ერთად კიგანი ინგლისის სამგზის ჩემპიონი, ინგლისის სუპერთასისა და უეფას თასის ორგზის მფლობელი, ქვეყნის თასისა და ევროპული ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. „ჰამბურგის“ შემადგენლობაში ინგლისელი გერმანიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კიგანი სათავეში ედგა „ნიუკასლს“, „ფულჰემს“, „მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

იმედი

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

იმედი

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა  ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს