მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩვენთვის მთავარია მოხდეს პროცესების პრევენცია, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება
ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩვენთვის მთავარია მოხდეს პროცესების პრევენცია, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება

ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩვენთვის მთავარია მოხდეს პროცესების პრევენცია, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ექსპერიმენტების ჩატარებას ბიუჯეტის ხარჯზე. გვაქვს კარგად გააზრებული და გათვლილი ის ნაბიჯები, რასაც ვდგამთ. გორი-არგვეთის 105 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველ რიგში აირჩა სირთულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს არის ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი და საინჟინრო კუთხით ყველაზე რთული მონაკვეთი, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიციით შეიქმნა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა - აშენდა ახალი ავტომაგისტრალები, გვირაბები, ხიდები, ფერდდაცვითი სისტემები და სხვა საინჟინრო ნაგებობები. შესაბამისად, შეიცვალა არა მხოლოდ გზების ხარისხი, არამედ მათი ექსპლუატაციისა და მართვის მოთხოვნებიც.

დღეს თანამედროვე ავტომაგისტრალი აღარ არის მხოლოდ გზის საფარი. ის წარმოადგენს რთულ საინჟინრო სისტემას, რომელიც მოიცავს გვირაბებს, ხიდებს, უსაფრთხოების და მონიტორინგის სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ელემენტებს. ასეთი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, პრევენციულ მოვლასა და სწრაფ ოპერატიულ რეაგირებას. ჩვენთვის მთავარი არის, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პრევენცია იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა ტენდერების ნაწილზე და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, როდესაც კონკრეტული გზების მოვლა-შენახვის ტენდერს კონკრეტული კომპანიები იგებდნენ, თუმცა სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდნენ.

„ტენდერებში გვყავდა თითო მონაწილე, ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ამა თუ ამ რეგიონში გზების მოვლის შესყიდვებში იგებს ესა თუ ის კომპანია, ეს კომპანიები არ ზრუნავენ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. გინახავთ, ალბათ, როგორი მანქანებით ხდება თოვლის გაწმენდა, მათ შორის, ცენტრალურ მაგისტრალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ 70-იან წლებში გამოშვებული მანქანებით ხდებოდეს მრავალმილიარდიანი აქტივების მოვლა-შენახვა, იმიტომ რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევქმენით მართლაც მრავალ მილიარდიანი აქტივი და ახლა არის დრო, რომ ამ აქტივს მოვუაროთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდება თანამედროვე, ახალი ტექნიკის შეძენა, კერძოდ, 120 ერთეულამდე. ამისთვის გარკვეული თანხაა გამოყოფილი.

„სახელმწიფო ვერ მოუვლის 6 ათას კილომეტრს, ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, ჩვენი მაგისტრალის ცენტრალურ ხერხემალზე სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი. ამავდროულად, ყველანაირ პირობას შევქმნით იმისთვის, რომ კერძო კომპანიებმა შეიქმნან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მათ შესაბამისი და სწორი ანაზღაურების სისტემის პირობებში, რომელიც კონკრეტულ ინდიკატორებზე იქნება დამოკიდებული, მოუარონ გზებს, თუ არ მოუვლიან, შესაბამისად ჩვენი რეაქცია იქნება ისეთი, როგორიც სხვა შემთხვევებში გვაქვს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი