მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტების მიმდინარეობა, არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

„დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები, რომლებიც აქტიურად ხორციელდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გავეცანით მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის სტიქიის შედეგად წარმოშობილ პრობლემებს. შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. სამინისტრო მუნიციპალიტეტში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გვაქვს პროგრესი და უახლოეს პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - აღნიშნა სოხაძემ.

მინისტრთან ერთად წალენჯიხაში იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტების მონიტორინგის ფარგლებში რევაზ სოხაძემ დაათვალიერა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ობიექტზე სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს და განიხილავს კომპანიის შეცვლის შესაძლებლობასაც.

მინისტრი ასევე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, სადაც ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტრატეგიულ ობიექტს გაეცნო. ადგილზე განთავსებული რვა მოქმედი ჭაბურღილი ქალაქ ჯვრის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, თუმცა ენგურის წყლის დონის მატების პერიოდში ტერიტორია პერიოდულად იტბორება. პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის დაიგეგმება ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაიცავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას დატბორვისგან და უზრუნველყოფს ქალაქ ჯვრის მოსახლეობის საიმედო და უწყვეტ წყალმომარაგებას.

რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის ახალ შენობასაც ეწვია, სადაც დასრულების შემდეგ მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებამდე აუცილებელი საბოლოო სამუშაოები. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მოსწავლეებს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესთავაზებს.

მინისტრი ასევე შეხვდა წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს. შეხვედრაზე მან ახალი, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირების მიმდინარე ეტაპი წარადგინა და აღნიშნა, რომ დასრულებულია ესკიზური პროექტი, ჩაბარებულია პროექტირების პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. მათ შორის, სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა, სოფელ საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დასრულებული პროექტი, 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება, ქალაქის არსებული სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე ტერენტი გრანელის სახელობის პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის პროექტირება.

წალენჯიხაში ერთდროულად ხორციელდება და იგეგმება ისეთი პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. თანამედროვე გზების, წყალმომარაგების სისტემების, სკოლების, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნასა და მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას ემსახურება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა

იმედი

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება

იმედი

მარკ რუტემ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო ინიციატივა დააანონსა

მარკ რუტემ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო ინიციატივა დააანონსა

იმედი

დავით მაღრაძე პარმის ბურბონთა სამეფო ოჯახმა საზეიმო ვახშამზე მიიწვია

დავით მაღრაძე პარმის ბურბონთა სამეფო ოჯახმა საზეიმო ვახშამზე მიიწვია

იმედი