მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად, არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრებს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ
ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად, არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრებს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ

იმედი|imedinews.ge

ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ირანში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები ჩავლენ. დეპუტატმა ყაველაშვილის გადაწყვეტილებას „სწორი“ უწოდა.

„სამეზობლო კონტექსტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ვერ მოაკლდები რეგიონს, როცა მთელი რეგიონის ლიდერები დაკრძალვაზე მიდიან, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს ვერ გამოაკლდება. არა მხოლოდ რეგიონის, სხვა ქვეყნების ლიდერებიც ჩავლენ. ამას ყველა ნახავს. ზოგადად იმაზე, რომ ამას მოჰყვება შიდა და გარე მტრების უარყოფით შეფასებები, არავინ დავობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად, არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრებს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, მათთვის რომ მოსაწონი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი დღის წესრიგით“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • „ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურებაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი