მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილი პოზიციებს არ თმობს. ეს ცალსახაა და ფაქტია და ალბათ, ეს არ მოსწონთ მელიასა და სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. სააკაშვილის ლანძღვა-გინებით ყველა გამოირჩევა
ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილი პოზიციებს არ თმობს. ეს ცალსახაა და ფაქტია და ალბათ, ეს არ მოსწონთ მელიასა და სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. სააკაშვილის ლანძღვა-გინებით ყველა გამოირჩევა

ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილი პოზიციებს არ თმობს. ეს ცალსახაა და ფაქტია და ალბათ, ეს არ მოსწონთ მელიასა და სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. სააკაშვილის ლანძღვა-გინებით ყველა გამოირჩევა

იმედი|imedinews.ge

მელია და სააკაშვილი არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ შემთხვევაში არაფერი იცვლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, მათ შორის დაპირისპირებები მუდმივ რეჟიმში იქნება - წინასაარჩევნოდ, ახლაც და არჩევნების პერიოდშიც.

„ესენი საერთო ენას ვერ ნახავენ, რადგან ისინი ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე არ ფიქრობენ. ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე. აქ არის, ვინ იქნება ფლაგმანი და ლიდერი ამ გაერთიანების.

სააკაშვილი პოზიციებს არ თმობს. ეს ცალსახაა და ფაქტია და ალბათ, ეს არ მოსწონთ მელიასა და სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. სააკაშვილის ლანძღვა-გინებით ყველა გამოირჩევა. სააკაშვილი რომ დისკრედიტირებულია, ჩვენი ქვეყნის მტერია და ამაოხრებელია, ეს ყველამ კარგად იცის და რასაც აკეთებდა 9 წლის განმავლობაში თავად და მისი პარტია, მელიებითა და ამ გაერთიანებული ოპოზიციით, მაგრამ ახლა არის პოზიციონირება, ვინ იქნება ფლაგმანი და წამყვანი. ის, რომ სააკაშვილი წლების განმავლობაში პოზიციებს ციხიდანაც არ თმობს, არაერთ განცხადებას აკეთებს და დისკრედიტაციას ახდენს დანარჩენი ოპოზიციური პარტიის იმ შემავალ გაერთიანებაში, ზუსტად ეს არის ამ დაპირისპირების მიზეზი“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა

იმედი

მარიამ ალავიძემ მხატვრულ ცურვაში „მსოფლიოს თასზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მარიამ ალავიძემ მხატვრულ ცურვაში „მსოფლიოს თასზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

„სენტ-ეტიენი“ სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს მომავალ სეზონსაც ლიგა 2-ში გაატარებს

„სენტ-ეტიენი“ სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს მომავალ სეზონსაც ლიგა 2-ში გაატარებს

იმედი

თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მრავალეროვან კულტურაზე „თბილისი - სახლი სიხარულისა“ მოსწავლეებმა საგანმანათლებლო ღონისძიება გამართეს

თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მრავალეროვან კულტურაზე „თბილისი - სახლი სიხარულისა“ მოსწავლეებმა საგანმანათლებლო ღონისძიება გამართეს

იმედი