მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს - იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს - იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ

ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს - იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ

იმედი|imedinews.ge

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს.

„დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი“, - აღნიშნა საკუთარ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების დიდი ოჯახის მომავალზე და პროფესიული დღე განსაკუთრებით მიულოცა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ.

„თავდაცვის ძალების იუბილეს ვულოცავ ჩვენი მომავლის იმედს - ახალგაზრდა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს - ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - აღნიშნა მან. ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ. „სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი