მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი გოგავა: ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოსაზიდად ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ვალდებულებები ახლავს
ირაკლი გოგავა: ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოსაზიდად ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ვალდებულებები ახლავს

იმედი|imedinews.ge

პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სინგაპურში საქართველოს-პრემიერ მინისტრისა და მთავრობის წევრების ვიზიტი შეაფასა და ასევე, პარტნიორობის გაღრმავების შემთხვევაში ქვეყნისთვის მოსალოდნელ ეკონომიკურ სარგებელზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, თვალში საცემია, რომ ქვეყნის მთავრობა ტრადიციული ფინანსური ცენტრების გარდა, ყურადღებას აქცევს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, სადაც დიდძალი კაპიტალია და ასევე სინგაპურს.

„სინგაპურის საფონდო ბირჟა 800 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციისა, ანუ იქ დიდი ფინანსები ტრიალებს. გარდა ამისა, სინგაპურის საბანკო სისტემა 350-360 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციით გამოირჩევა და ვფიქრობ, რომ სინგაპურიდან საინვესტიციო პორტფელების წამოღება გარკვეულ პროექტებზე სახელმწიფოსთვის საინტერესოა და შესაძლებელია.

გარდა ამისა, სინგაპური ყოველწლიურად გადაამუშავებს 622მლნ ტონა ტვირთს. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ზღვით გაიგზავნება, მაგრამ სახმელეთო ნაწილიც აქვთ. სინგაპურიდან საკონტეინერო, სახმელეთო გადაზიდვების ნაწილის წამოღებაც კი ჩვენთვის სერიოზული პლუსი იქნება“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება სწორად მოქმედებს, რომ ჩადის ისეთ ფინანსურ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია თავმოყრილი.

„ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოზიდვისთვის ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალი, დიდძალი ფულია, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ახლავს ვალდებულებები, ის ვალდებულებები, რომლებიც საზოგადოებას, მოაზროვნე ნაწილს არ მოგვწონს და ხელისუფლებაც ვერ მიიღებს ამას, რადგან ქართული საზოგადოება წინააღმდეგია - სხვადასხვა დღის წესრიგი აქვთ იქ - ულტრალიბერალური და ასე შემდეგ.

შესაბამისად, მოზიდვა ისეთი კაპიტალის, რომელსაც არ მოჰყვება პოლიტიკური, მორალური, ზნეობრივი, თუ იდეოლოგიური ვალდებულებები ამ პრიორიტეტს ვხედავთ და ჩემი შეფასებით, სწორი ნაბიჯია“, - განაცხადა გოგავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიანფორმულა
  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICOრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
ევროკავშირის →ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს