მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი გოგავა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს ყაზახეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ვფიქრობ, ყაზახეთი მართლაც წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას ჩვენი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვექტორისთვის
ირაკლი გოგავა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს ყაზახეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ვფიქრობ, ყაზახეთი მართლაც წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას ჩვენი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვექტორისთვის

ირაკლი გოგავა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს ყაზახეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ვფიქრობ, ყაზახეთი მართლაც წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას ჩვენი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვექტორისთვის

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს ყაზახეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

ირაკლი გოგავას თქმით, ყაზახეთი მართლაც წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას ჩვენი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვექტორისთვის.

„ყაზახეთი დიდი ქვეყანაა და შუა აზიის სახელმწიფოები მზარდ ტრენდზე არიან. ამიტომ, მათთან ურთიერთობა საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, არის სტრატეგიული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შუა აზიის ქვეყნები და ყაზახეთი ევროკავშირში ყიდიან 60 მილიარდი დოლარის პროდუქციას. ეს არის ათეულობით მილიონობით ტონა ტვირთი, რომელიც უნდა გადაიზიდოს ევროპის მიმართულებით და ამ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანის, სამხრეთ კავკასიის დერეფანი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია. ამ ტვირთიდან დიდი ნაწილი ნავთობია, თუმცა ამ ნავთობიდანაც ბაქო-სუფსის ნავთობსადენით გადის ყაზახური ნავთობი მსოფლიო ბაზარზე.

გარდა ამისა, ყაზახეთს უკვე 300 მილიარდი დოლარის ეკონომიკა აქვს, მსყიდველობითი პარიტეტით 800 მილიარდი დოლარის. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა ბუნებრივი რესურსებით, პირველ თხუთმეტეულში არიან და მათი სიმდიდრე არის დაახლოებით 10-11 ტრილიონი დოლარის.

ისედაც, ტრადიციებიც გვაქვს ჩვენ ყაზახეთთან ურთიერთობების. ყაზახეთის 200 ათასამდე მოქალაქე ჩამოდის ყოველ წელს საქართველოში ტურისტად. ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მხარჯველიანი ტურისტია ყაზახი. ამავე დროს, უნიკალური ის არის, რომ ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ვაჭრობის პროფიციტი გვაქვს. ჩვენ ვყიდით ყაზახეთში მილიარდ დოლარზე მეტ პროდუქციას და ვყიდულობთ გაცილებით ნაკლებს. ეს უნიკალური ვითარებაა იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებთან ჩვენ არ გვაქვს ასეთი სავაჭრო ბალანსი.

დაახლოებით ასი ათასი ავტომობილი გადის საქართველოდან ყაზახეთში. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა საქართველოში, ამაში დაახლოებით 250 ათასი ადამიანია ჩართული და მილიარდობით შემოსავალი მოაქვს იმ ფასთა სხვაობას, რომელიც არის იმპორტირებულ მანქანებში. გარდა ამისა, ყაზახეთს გააქვს ფერადი ლითონები. ეს ტვირთი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა. ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება დაახლოებით 7-10 მილიონი ტონა ტვირთის წამოღება ამ რეგიონიდან საქართველოს რკინიგზისთვის და საქართველოს პორტებისთვის.

ძალიან დიდი პროექტებია, რომლებიც საქართველოს დამატებით ღირებულებას მოუტანს, საუბარია ასეულობით მილიონ დოლარზე, რამდენიმე მილიარდ ლარზე ყოველ წელს, რაც ასევე მოიტანს ინვესტიციებს და მომიჯნავე სფეროების განვითარებას, როგორიცაა კავშირგაბმულობა, საფინანსო სფერო, სადაზღვევო სფერო. ეს ნიშნავს დასაქმებას მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს ყაზახეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ვფიქრობ, ყაზახეთი მართლაც წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას ჩვენი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვექტორისთვის“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

იმედი

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი