მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ხელაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ განწყობას, რომ საზოგადოებისთვის რაც არის პირველი სათქმელი, არის ჩვენი მხრიდან ბოდიში მომხდარი ფაქტის გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მშვიდი საუბარი, რის შემდეგაც ბატონ ფარულავას არ ვიცი რა მოეჩვენა, წამოვიდა აგრესიაზე
ირაკლი ხელაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ განწყობას, რომ საზოგადოებისთვის რაც არის პირველი სათქმელი, არის ჩვენი მხრიდან ბოდიში მომხდარი ფაქტის გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მშვიდი საუბარი, რის შემდეგაც ბატონ ფარულავას არ ვიცი რა მოეჩვენა, წამოვიდა აგრესიაზე

იმედი|imedinews.ge

რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ განწყობას, რომ საზოგადოებისთვის რაც არის პირველი სათქმელი, არის ჩვენი მხრიდან ბოდიში მომხდარი ფაქტის გამო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს უხსნიდნენ, რომ გასაგებია პოლიტიკა, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არავინ არაფრიდან გამომდინარე არ უნდა გადადიოდეს.

„რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ განწყობას, რომ საზოგადოებისთვის რაც არის პირველი სათქმელი, არის ჩვენი მხრიდან ბოდიში მომხდარი ფაქტის გამო. მე თავად გახლდით ამ დაპირისპირებაში მონაწილე, უშუალოდ ჩემსა და ფარულავას შორის დაიწყო ეს დაპირისპირება. ჩვენ გვქონდა ძალიან მშვიდი საუბარი, რის შემდეგაც ბატონ ფარულავას არ ვიცი რა მოეჩვენა, წამოვიდა აგრესიაზე. მე დღემდე ვერიდებოდი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს, მაქსიმალურად თავს ვიკავებდი. ცოტა უხერხულობად მეჩვენებოდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან კომენტარების გაკეთება, ვინაიდან საზოგადოებამ ყველაფერი ნათლად იხილა როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, რა მოხდა და ამის შემდეგ რა მოაყოლეს ოპოზიციონერმა კოლეგებმა.

ჩემთვის მოულოდნელი იყო ჯერ ერთი ის, რომ ელემენტარული გამბედაობა უნდა ჰქონოდა ფარულავას და თავისი კოლეგებისთვის ეთქვა, რომ იქ ჩემი მხრიდან მისი მისამართით არანაირი შეურაცხმყოფელი არ ყოფილა, რასაც შესაძლოა დაპირისპირება გამოეწვია. შემდეგ, ეთერ-ეთერ დადიოდნენ და ათას სისულელეს თხზავდნენ, ათას სიბინძურეს იგონებდნენ, თითქოს ეს ყველაფერი დადგმული იყო, პროვოცირებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ ადამიანობაზე, მათ კაცობაზე და მათ ადეკვატურობაზე ზოგადად.

მიდიოდა წყნარი, მშვიდი ლაპარაკი კოლეგებს შორის იმ შეურაცხყოფებზე, რაც ისმოდა ტრიბუნაზე მდგომისგან პრემიერ-მინისტრის მისამართით. მე უბრალოდ ადამიანს ვკითხე მოსწონდა თუ არა ეს და იჯდა თუ არა ადამიანურ ფარგლებში პიროვნული შეურაცხყოფები. პასუხები ვერ გამცა და არ ვიცი, ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება თუ აგრესია, რა იყო. ჩემს გვერდზე კოლეგები ისხდნენ და მათთვისაც მოულოდნელი იყო. ძალიან მშვიდად ვსაუბრობდით. ვუხსნიდით, რომ კი გავიგეთ, არის პოლიტიკა, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არავინ არაფრიდან გამომდინარე არ უნდა გადავდიოდეთ“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით, ირაკლი ხელაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაუჯოკრეს ამ საკითხშიც.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უკადრია ასეთი რაღაც. ყველას გვახსოვს წინა პარლამენტი, იმის წინა პარლამენტი რა დახუნძლული იყო ასეთი ფაქტებით, ასეთი მოვლენებით, მაგრამ არავინ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ჩხუბს სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. სამი ფაქტი მოიტანეს, ორსულ ქალთან გააიგივეს თავი და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი