მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით 1 პროცენტსაც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული?! - იმიტომ რომ ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობს
ირაკლი კირცხალია: ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით 1 პროცენტსაც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული?! - იმიტომ რომ ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობს

იმედი|imedinews.ge

თუ ვინმემ რამე უნდა შეახსენოს მათ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გუნდი ყოველთვის შეახსენებს თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან და როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურება ეს აგენტურა. სახეცვლილება ვნახეთ - რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ რუსეთთან მიმართებით და როგორ იქცეოდნენ შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, სწორედ რადიკალები იყვნენ ის ადამიანები ვინც ამტკიცებდა,რომ საქართველო იყო „შავი ხვრელი“ იმ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, რომელიც რუსეთის ფედერაციას დაუწესდა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა კომისრებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო სიცრუე და საქართველოს საერთაშორისო სანქციებს არ არღვევდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა მშვიდობიანი პოლიტიკა, მიუხედავად იმ პროპაგანდისა და გარე ზეწოლისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა.

„ჩვენ ავირჩიეთ ის პოლიტიკა, რომელიც ავირჩიეთ - მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში.

ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა - ეს იქნებოდა სავიზო რეჟიმი თუ ა.შ. რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით 1 პროცენტსაც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული და რატომ აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ჩვენ ეკონომიკურად მოწყვლადი ვყოფილიყავით, იმიტომ რომ ის ქვეყანა, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი, ის ხალხი, ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი შემდეგ თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, მათ არ იციან ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობდა და მუშაობს მათი მისამართით.

თითოეული მათი ბრალდება არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, უტიფარ ტყუილზე დაფუძნებული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 300 სტატია.

  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • ტრამპის ხელმოწერით რუსეთის სანქცირებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტი ძალაში შევიდაფორმულა
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე