მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ
ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

იმედი|imedinews.ge

თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებას.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებიდან ნათლად ჩანს ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება.

„ბოლო პერიოდში ე.წ. ფლაგმანია სამწუხაროდ ბრიტანეთი, მისი ხელისუფლება, მისი დიპლომატიური მისია საქართველოში. როდესაც უსტანდარტობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი აკეთებს ყველაფერს და ქმნის ისეთ საკანონმდებლო სივრცეს, სადაც დღევანდელი გამოწვევები უნდა იყოს პასუხგაცემული. მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის თურმე არ შეიძლება ეს. მათთვის თურმე შეიძლება, რომ სხვადასხვა კანონი, რომელზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ იყოს მნიშვნელოვანი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ქვეყანას თურმე უსაფრთხოების გამოწვევები არ აქვს. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომელსაც ნათლად ვხედავთ და ძალიან ნათელი პასუხებიც გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს პოზიცია ჩვენი, ხელისუფლების, ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წლებია გვიკვეთავს, სწორედ ეს პოზიცია, ჩვენი პასუხები და ჩვენი ორ ფეხზე დგომა არის შემდგომ მათი განცხადებების გამწვავების მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დიდმა ბრიტანეთმა, საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესები გაამკაცრა. მიზანი არის საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენცია. პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ კანდიდატობამდე მიღებული 2230 გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოწირულობის დეკლარირება და დამტკიცება, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან იყო მიღებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი