
ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ რეალურად მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.
მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.
„ის დღე მიუთითებდა, რომ IRI-ს საკმაოდ გაზვიადებული რიცხვები აქვს მინიჭებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით დედაპარტიისთვის, იქ 100 კაციც ვერ შეიკრიბა, მგონი. სასაცილოა ეს ყველაფერი. რაც შეეხება IRI-ის კვლევას, იმ მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს რეალურად“, - განაცხადა კირცხალიამ.
როგორც ცნობილია, გასულ კვირაში გავრცელდა IRI-ის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.
იმედი
წყარო: imedinews.ge