
ირაკლი კირცხალია: ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ - მათი კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი როგორ ჩაბარდა წარსულს და თუ ვინ არის პასუხისგებაში მიცემული
ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს 2025 წელს ე.წ. ოპოზიციის მიერ დაწყებული და შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოებასთან ერთად დასრულებული 4 რიცხვში მათი კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი თუ როგორ ჩაბარდა წარსულს და თუ ვინ არის პასუხისგებაში მიცემული.
„ლუსტრაციაა სწორედ იმის, რომ დავალება არ აქვთ მიღებული თავიანთი რესურსის და ყველა იმ ჩაფლავებული რევოლუციური სცენარის გამო, რაც ვნახეთ. მათ არ აქვთ დავალება იმ დესტრუქციის და ნებისმიერ საარჩევნო უბანზე ვხედავთ, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რეალურად სად დგანან ეს ძალები, რომლებიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, შუალედური არჩევნებზე ერთ ოლქში რადიკალურმა ოპოზიციამ კანდიდატი საერთოდ ვერ დაასახელა. კირცხალიამ აღნიშნა, რომ ერთადერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელსაც გადააწყვეტინეს არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის „ლელო“, გახარიას პარტიამ კი საერთოდ ვერ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.
„დღევანდელი დღე, მათი მონაწილეობა-არმონაწილეობა და ის გარემო, რომელშიც მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, თუ რა საჭიროება იყო ჩვენი მხრიდან ამ ე.წ. პარტიების საკონსტიტუციო სარჩელში შეტანა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge