მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე
ირაკლი კირცხალია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

ირაკლი კირცხალია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

იმედი|imedinews.ge

ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებმა სამი ფაქტი მოიძიეს, სადაც პარლამენტარებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი დავა მოჰყვა.

„სულ სამი ფაქტი მოიძიეს [გახარიას პარტიის წევრებმა]. ბრიტანეთში - საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა. საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი მოტეხილობები ჰქონდა. მესამე - სენეგალში, სადაც [პარლამენტარმა] ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე. ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად არ არსებობს პრეცედენტი. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებას პარლამენტში. ასე რომ, ველოდებით ცნობას“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებების სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტებს ეძებს, თუმცა ინციდენტიდან მეათე დღეს ე.წ. პრეცედენტების წარმოდგენას რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. ფაქტობრივად ათი დღის განმავლობაში მოიძიეს ორსულ ქალზე ფიზიკური ძალადობა. სენეგალში, პარლამენტის ორ ოპოზიციონერ წევრს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო. მეორე ამბავი ეხება ბრიტანეთს, თუმცა დამალეს, რომ ინციდენტი კარაოკე საღამოზე მოხდა და არა სხდომის დროს, ასევე აქვთ საბერძნეთის მაგალითი, სადაც საქმე ეხება მძიმე დაზიანებებს, რომლის შესახებაც, როგორც გამონაკლისზე, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა. გიორგი გახარიას პარტია ქრონიკასთან კომენტარს არ აკეთებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა