მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია

იმედი|imedinews.ge

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

კირცხალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ერიდობოდა და მოერიდება ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით, ნამდვილად არ ვიცით. პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. სრულიად გაუგებარი ნაბიჯები. თუნდაც, ბატონი ზელენსკის მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვერიდობოდით, ვერიდებით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები. მშრალი, შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სრულიად დაუმსახურებელი ქმედებები, ელჩის გაწვევა სრულიად უდროოდ, მიტინგებზე ჩართვა, მოწოდებები უმაღლესი თანამდებობის პირებისგან.

რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია. შემდეგ საზოგადოება.

ერთადერთი, ყოველთვის არსებობს გზა. ჩვენ როდესაც სხვადასხვა ქვეყანასთან ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვასა და ახალ ფურცელზე, ჩვენი მხრიდან ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ევროკავშირიდან და ბრიუსელიდან რა შეურაცხყოფაც ჩვენ მიღებული გვაქვს, რა თავდასხმაც გვაქვს მოგერიებული, პირდაპირ ომის საფრთხის წინაშე რომ ვიყავით დაყენებული, მათ შორის უკრაინის მაღალჩინოსნები იყვნენ ამ მოწოდებებში ჩართული, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ვამბობთ, მზად ვართ პოლიტიკა ახალი ფურცლიდან [დავიწყოთ], ამ ახალ ფურცელს თავისი წინაპირობები აქვს როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან, რომ ისევ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ნებისმიერი მხარის მხრიდან გააზრებული იქნება, რომ გავიგეთ, მოდით ახლა, რაც იყო იყო, ამას პირობითად დავანებოთ თავი, არ გავიხსენოთ არცერთმა და მოდით დღეს გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც ღირსეულია თქვენი ქვეყნისთვის, ემსახურება თქვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს, ემსახრება იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელი ეკონომიკური სტაბილურობაც უნდა იყოს ჩვენს რეგიონში, რომელიც ემსახურება თქვენს კიდევ უფრო გაძლიერებას, რითი დაგეხმაროთ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზა, ეს ხაზი, რასაც შუა დერეფანი ჰქვია, იყოს გაძლიერებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ მათი მხრიდან იმ ყველაფრის გადააზრების, თუ რა გამოვიარეთ და შემდეგ ამ ყველაფერის ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე გადასვლის. ამას წლებია ვამბობთ. იგივე შემიძლია გავიმეორო ბატონი ზელენსკის მიმართ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება