მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით
ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

იმედი|imedinews.ge

2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლებით, მათ შორის წლევანდელი მაჩვენებლით საქართველო არის ევროპაში პირველ ადგილზე ზრდის კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დგას ეკონომიკაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკური პოზიციები, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ა.შ. „ჩვენი მოცემულობა იყო ძალიან მძიმე ჯერ 90-იანი წლები რომ ავიღოთ, მათ შორის მიგრაციას განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარი ფაქტორი მიგრაციისა არის სწორედ ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად გახსოვთ, რომ საბერძნეთში 90-იან წლებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, ახლა რომ შეხედო სტატისტიკას, მეტი ბრუნდება, ვიდრე მიდის, ფაქტობრივად აღარ მიდიან საბერძნეთში საცხოვრებლად და ბევრი უკან ბრუნდება კიდეც. ამას აქვს მარტივი მიზეზი, რომ ავიღოთ ჩვენ 90-იანი წლების მონაცემები, არის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, რითაც იანგარიშება რეალურად ის, თუ როგორი სხვაობაა მოსახლეობების სოციალურ მდგომარეობას შორის ამა თუ იმ ქვეყანაში. საბერძნეთი 90-იან წლებში გვისწრებდა 9-ჯერ. ასეთ პირობებში ფიზიკის კანონები მოქმედებს და ადამიანი მიდის საცხოვრებლად იმ ქვეყანაში, სადაც არის უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად, სოციალური მდგომარეობა. 9-ჯერ გვისწრებდა, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები 1994-1995-1996 წლებში. დღეს ჩამორჩენა არის 2026 წლის იმავე სავალუტო ფონდის პროგნოზით არის 40 პროცენტი. 40 პროცენტი არის მინიმალური ჩამორჩენა, ასეთ პირობებში ინტერესი, რომ ადამიანი გადავიდეს საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ავიღოთ სხვა ქვეყნის მონაცემები 2012 წლის მაჩვენებლებს ავიღებ მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებს რომ გავყვეთ - გერმანია 2012 წელს გვისწრებდა 2,5-ჯერ მოსახლეობის სოციალური დონით, საფრანგეთი გვისწრებდა 4-ჯერ და საბერძნეთი ჯერ კიდევ გვისწრებდა 2,5-ჯერ. 2026 წლის პროგნოზით, უკვე ამ წლის ბოლოსთვის, გერმანიასთან ჩამორჩენა იქნება დაახლოებით ორმაგი, ასევე საფრანგეთთანაც ორმაგი, საბერძნეთთან ჩამორჩენა იქნება 40 პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა პროცესები, ასევე ჩვენ ფარდობითად სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ვაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას 2012 წლიდან და განსაკუთრებით 2020 წლიდან. საქართველო თუ იყო სადღაც მეასე ადგილზე 2012 წელს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით, მთავარი განმსაზღვრელი მაჩვენებლით, დღეს ვართ დაახლოებით 70-ე ადგილზე. 30 ადგილით გავიუმჯობესეთ მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ.

თქვენ იცით, რომ 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლებით, მათ შორის წლევანდელი მაჩვენებლით, საქართველო არის ევროპაში პირველ ადგილზე ზრდის კუთხით. ასევე 2012 წელს რომ შევედაროთ და 2020 წელსაც ჩვენი ეკონომიკა 2012 წელს იყო 28 მილიარდი ლარი, 2020 წელს უკვე გახდა 50 მილიარდამდე. დღევანდელი მონაცემებით არის 104,6 მილიარდი ლარი. წელს ამ ტემპით გადასცდება ყველა შემთხვევაში 115 მილიარდ ლარს და 120 მილიარდ ლარს მიუახლოვდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზეBM.GE
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს, ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ

პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად