მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, საავიაციო ინფრასტრუქტურა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, რკინიგზის მოდერნიზაცია
ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, საავიაციო ინფრასტრუქტურა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, რკინიგზის მოდერნიზაცია

იმედი|imedinews.ge

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ძალიან გაზრდილია ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა შვიდჯერ არის გაზრდილი, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს. „რაც შეეხება TRIPP-ის მარშრუტს, რაც არის ალტერნატიული მარშრუტი, ჩვენ კონკურენტად ამას არ განვიხილავთ. მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო - არის ძალიან გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ TRIPP-ის მარშრუტს ან რაიმე სხვა მარშრუტს შეუძლია რაიმე არსებითი პრობლემა შეუქმნას ტრადიციულ მარშრუტებს, რომელიც გადის საქართველოზე. მათ შორის ეს ეხება ანაკლიას. ანაკლიის მიმართ დაინტერესება არის ძალიან დიდი და ეს დაინტერესებაც მეტყველებს თავისთავად იმაზე, რომ კონკურენტი ანაკლიის მარშრუტს და საქართველოს მარშრუტს არ ჰყავს. ზოგადად, 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვა, რასაც სჭირდება ახალ-ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ეს არის, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, ეს არის საავიაციო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო მგზავრების გადაყვანის კუთხით, არამედ ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც. ავტობანები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები - ჩვენი გეგმის მიხედვით, 2031 წელს უკვე ყველა ავტობანი, ყველა ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა იყოს აშენებული. 2030-შიც შეიძლება ყველას აშენება, ერთი მონაკვეთი შეიძლება დარჩეს 2031 წლისთვის. ასევე რკინიგზის შემდგომ მოდერნიზაციაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რის საფუძველზეც გაიზრდება როგორც მატარებლების მოძრაობის ტემპი, ასევე ზოგადად ტვირთბრუნვა გაიზრდება რკინიგზის მეშვეობით“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმები, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის შემდგომ ზრდას საქართველოს გავლით. „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ TRIPP-ი არ არის კონკურენტი ჩვენი მარშრუტისთვის. იქნება რეალურად შემავსებელი იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს შუა დერეფანში ფიქსირდება. ჩვენ მთავარია, რომ ბოლომდე მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც გვაქვს დაკავშირებადობის კუთხით დღეს დასახული“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზეBM.GE
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად