მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ - ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ - ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

იმედი|imedinews.ge

ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ჩემი წერილი ეფუძნებოდა ძალიან მარტივ, მშრალ ფაქტებს. ყველას გვახსოვს, რა იყო წინა ხელისუფლების მიდგომა 2008-2012 წლებში. როგორი სიამაყით საუბრობდნენ ისინი იმასთან დაკავშირებით, რომ კარს უხსნიდნენ რუს ტურისტებს, რუსულ ბიზნესს საქართველოში და ა.შ. ამაზე საუბრობდნენ, მათ შორის, მთავარი რუსოფობები, ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, იგივე ხოშტარია, იგივე ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი საუბრობდა ამ ყველაფერზე და სხვები. ისინი ღიად საუბრობდნენ ამაზე, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები. ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, უშუალოდ, ტურიზმთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ რუსოფობიური კამპანიის რამდენიმე ტალღა, მაგალითად, 2022 წელს, ომის დაწყებისთანავე, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, როცა იყო ტურისტული სეზონი. ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს უბრალოდ, არ აქვს, მათ შორის, ამ ტრანსფორმაციას, როდესაც 2008 წლის შემდეგ შენთვის მისაღები იყო რუსული ტურიზმიც, რუსული კულტურაც, რუსული ბიზნესიც და მაშინ სრულიად ახალი მომხდარი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ, უამრავი ადამიანი დაიჭრა, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და მათთვის მაშინ ყველაფერი რუსული იყო აბსოლუტურად მისაღები და ამაზე თამამად და სიამაყით საუბრობდნენ და რეალურად რუსეთი საქართველოს ნამდვილი ოკუპანტი გახდა უკრაინის ოკუპაციის შემდეგ, რაც არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი, მაგრამ ღიმილისმომგვრელზე მეტად ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს - რომ რასაც ეტყვიან ამ აგენტებს, იმას აკეთებენ.

2008-2012 წლებში ამ აგენტურას დავალებული ჰქონდა ასეთი რიტორიკით საუბარი რუსეთთან დაკავშირებით და 2022 წლის შემდეგ მათ დავალებული აქვთ განსხვავებული რიტორიკით საუბარი. რაც არის ცხადზე უცხადესი. ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ ეს ხალხი არის ჩვეულებრივი აგენტურა და ისინი მოქმედებენ მხოლოდ გარე პატრონების დავალებით, საკუთარი ფორმალური სამშობლოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვაBM.GE
  • კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →საკუთარი →რუსული →

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი