მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული
ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული

იმედი|imedinews.ge

ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. საუბარი ზედმეტი იყო ბიზნესის თავისუფლებაზე, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა. „მე ერთხელ მაშინ მომიწია სუფრასთან ყოფნა, სადაც დაახლოებით 10-15 ბიზნესმენი იყო და უკლებლივ ყველა ბიზნესმენს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. როგორ მიიყვანეს მოდულის შენობაში, ტანსაცმელი გაახდევინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე მიუწერეს ფურცელზე თანხა, რომელიც უნდა მიეტანა. ათასი ისტორია არსებობს და ამ ისტორიებსაც შეგვიძლია ჩავყვეთ. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა. არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა. მედიის პლურალიზმი, ყველამ კარგად იცის, როგორ მიიტაცეს ჯერ ერთი მაუწყებელი, შემდეგ მეორე კერძო მაუწყებელი და საბოლოო ჯამში, იყო სამი საერთო ეროვნული მაუწყებელი, რომელიც მუშაობდა მაშინ ქვეყანაში და ფარავდა ქვეყნის მთელ ტერიტორიას, სამივე იყო ტოტალურად მაშინდელი რეჟიმის საკუთრებაში და ხელში. რაც გააკეთეს აბსოლუტურად უკანონოდ, რაც დაადგინა შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ და კიდევ ერთხელ იყო მედიამონოპოლია შექმნილი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი უმძიმესი ქმედებათა ერთობლიობა, რაც მედიის მიმართ ჩაიდინეს. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტების მიმართ მოპყრობაზე და ა.შ. უამრავი ფაქტი არსებობს ამასთან დაკავშირებით. სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად იყო სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად ქცეული. არავითარი სხვა დატვირთვა ამ უწყებებს არ ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია, 22 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის ტრამპთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებსBM.GE
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი ნებისმიერ მინისტრთან დაკავშირებით და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება

დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ