მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ბრუტალურ დარბევას და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენას.

„წერილს რა მიზანიც ჰქონდა, ეს შინაარსიდან მარტივად განიმარტება. ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. კიდევ უფრო კარგად აჩვენა ეს ყველაფერი შემდგომმა რეაქციებმა. ყველამ ვნახეთ, როგორ გაურბოდნენ კითხვებს ევროკავშირის ელჩები. მათ არაფერი ჰქონდათ საპასუხო. ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი. კითხვები დასვეს ჟურნალისტებმა 2024 წელთან დაკავშირებით, როდესაც იყო რამდენიმე უხეში გადაცდომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს იყო ექსცესები და ხელისუფლებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება. მყისიერად დავგმეთ ის გადაცდომები, რომელიც საზოგადოებამ იხილა. არის ევროკავშირის, გერმანიის ელჩები, არის დანიის ხელისუფლება, რომლებიც ამის დაგმობასაც კი ვერ ბედავენ. ეს აჩვენებს სრულ ღირებულებით დეგრადაციას, რასაც განიცდის ევროპული ბიუროკრატია და რასაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით, რაც არის ტრაგიკული და სამწუხარო. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი, რაც იქნებოდა ამ ყველაფრის დაგმობა და თავისი სახელის დარქმევა“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ევროპის →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

იმედი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება