მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მზად, დღესვე აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მზად, დღესვე აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მზად, დღესვე აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, მთავრობა ინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. „კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანაცვლებს ჩვენი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთით. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ჩვენ ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ეს სტატუს-კვო არის შენარჩუნებული. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, შეგვიძლია დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, სუფთა ფურცლიდან და უფრო მეტიც, კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით რა თქმა უნდა პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • „ბოლო ნაბიჯი კობახიძის სახლში გასტუმრება იქნება“ - ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზეტვ პირველი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი