მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი ნებისმიერ მინისტრთან დაკავშირებით და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი ნებისმიერ მინისტრთან დაკავშირებით და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება

იმედი|imedinews.ge

დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქვედა დონეზე მუშაობა გასაგრძელებელია და ამაში საზოგადოების როლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია კორუფციის საკითხთან დაკავშირებითაც. უფრო ადვილია ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. რაც შეეხება ქვედა დონეზე კორუფციას, აქ მუდმივად არის ბრძოლა საჭირო. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მენტალურად ნაკლებად არიან ადამიანები მიდრეკილნი კორუფციისკენ, იგულისხმება ჩრდილოეთის ქვეყნები, მაგალითად - სკანდინავიის ქვეყნები, იქაც კი არის კორუფცია. ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ არის კორუფცია. შესაბამისად, კორუფციას სჭირდება მუდმივი ბრძოლა ქვედა დონეზე, პირველ რიგში. ჩვენ პრინციპულად მოვახერხეთ ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა იყო სერიოზული პრობლემები, რაც უკავშირდებოდა დაახლოებით 3-წლიან პერიოდს ჩვენი მმართველობის, დაგროვდა ეს პრობლემები და როგორც კი მოხერხდა ამ პრობლემების სათანადოდ იდენტიფიცირება, საბოლოო ჯამში, გადავალაგეთ სისტემა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია. ქვედა დონეზე გასაგრძელებელია მუშაობა და ამაში საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენს ოპონენტებსაც ვესაუბრებით ხოლმე, არამარტო საზოგადოების წევრებს, ოპონენტებსაც ვეუბნებით ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს, მაგალითად აიღონ ნებისმიერი მინისტრი და დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება. ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია, გავიმეოროთ ეს დაპირება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • ირაკლი კობახიძემ თურქეთის განათლების მინისტრთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილაBM.GE
  • მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაშირუსთავი 2
  • მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდატვ პირველი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის  ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში

ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ