მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრობლემები იყო სკოლების მშენებლობებთან დაკავშირებით, თუმცა უკვე სათანადო ვადებში გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

„რაც შეეხება სკოლების მშენებლობის შეფერხებას, სერიოზული პრობლემა იყო დაგეთანხმებით, ნამდვილად შეფერხდა სკოლების მშენებლობა. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, იყო მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბებული სამინისტროს კონკრეტულ უწყებაში, განათლების სამინისტროს ვგულისხმობ. ამის გამო ჩვენ მოგვიწია პროცესის შეჩერება თვეების განმავლობაში და შემდეგ თავიდან დაიწყო ეს პროცესი, თუმცა ახლა უკვე ეს ყველაფერი ჩავლილია და სათანადო ვადებში გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. რაც შეეხება სკოლებში ხელფასების ზრდას, აქაც ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები. ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • „ბოლო ნაბიჯი კობახიძის სახლში გასტუმრება იქნება“ - ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზეტვ პირველი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი