მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ
ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ

ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ

იმედი|imedinews.ge

გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თავისი „ტვ პირველით“, „ფორმულათი“, თავისი პარტიული აქტივით, პოლიტიკური პარტიებით, არავითარი რეაქცია არ ჰქონია ამ სამარცხვინო განცხადებაზე.

„სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი რაც თქვა ამ ადამიანმა. მე, სხვათა შორის ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით ამ ტელევიზიების, ვერ ვხედავ შესაბამისი პოლიტიკოსების, შესაბამისი ენჯეოების და ამ პარტიული აქტივის შესაბამის რეაქციებს. ამ სამარცხვინო განცხადებაზე არც ერთ მათგანს, ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი რეაქცია არ ჰქონია. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თავისი „ტვ პირველით“, „ფორმულათი“, თავისი პარტიული აქტივით, პოლიტიკური პარტიებით, არავითარი რეაქცია არ ჰქონია ამ სამარცხვინო, ამაზრზენ განცხადებაზე, რაც გააკეთა გიორგი ბარამიძემ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამაზე შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • ვალი გვეკისრება, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე: რეიტინგები მეტყველებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაფორმულა
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს

ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს

იმედი

შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს

პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის ომზე: მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს

პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის ომზე: მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს

იმედი

პრემიერი: ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი და რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ, 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი