მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ - ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს
ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ - ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს

ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ - ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს

იმედი|imedinews.ge

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

პრემიერის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ამგვარი პოლიტიკის მიმართ, რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი მიმდევრებისგან პროტესტი არავის დაუფიქსირებია, მეტიც, ის ადამიანები, ვინც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, მიესალმებოდნენ საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას.

„შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 294 სტატია.

  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო - იუსტიციის სამინისტროBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →კობახიძე →რუსული →

მსგავსი სტატიები

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

იმედი

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

იმედი

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

იმედი

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

იმედი