მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო
წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო

წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო

ფორმულა|formulanews.ge

შშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო. Politico წერს, რომ კანონპროექტს მხარი 262-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 159-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

მანამდე, კანონპროექტი 86 ხმით სენატმაც დაამტკიცა. ახლა მას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

კანონპროექტი Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026 - რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გაფართოებას ითვალისწინებს. დოკუმენტს სახელი გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის პატივსაცემად ეწოდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს პირველად და მეორად სანქციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს უკრაინაში ომის დაფინანსებაში ეხმარებიან. შეზღუდვები შეეხება რუს ჩინოვნიკებს, ბიზნესმენებს, მათ ოჯახის წევრებს, საფინანსო სექტორს და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს.

გარდა ამისა, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, 100%-მდე ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების (მათ შორის ჩინეთისა და ინდოეთის) უმსხვილესი მყიდველები არიან ან მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. კანონპროექტი ასევე აფართოებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს ირანის ენერგეტიკისა და იარაღის სექტორების წინააღმდეგ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვას გაახანგრძლივებს - ReutersBM.GE
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა

გერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა

ფორმულა

პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ

პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ

ფორმულა

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ფორმულა

ნიდერლანდები უკრაინას არასამხედრო დახმარების სახით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას არასამხედრო დახმარების სახით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ფორმულა