მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში
ირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ, თუმცა დღეს ნამდვილად არის. „პირველი აქტიური განხილვა ამ საკითხისა, გვქონდა, დაახლოებით, წელიწადის და 2-3 თვის წინ. მაშინაც იყო გარკვეული დავალება გაცემული. ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს ვართ საკმარისად მომაგრებული იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა გავიტანოთ. ჩემთვის პირადად, ამ წელიწადისა და 2-3 თვის წინ ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ ვინმე მფარველი ჰყავდა ამ კრიპტომაინინგს, ეს არ იყო მიზეზი. ჩვენ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილებაც განვახორციელეთ, მათ შორის, ძალოვანი მიმართულებით, შევცვალეთ მთლიანად მიდგომები, დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში, კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით, ვინ გამოიყვანა მოსახლეობა, მიზანი იყო - წილში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიაში ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი, ძალიან ადვილია საქართველოში, უცბად შესაძლებელია 50 კაცის მობილიზაცია და ადვილი იყო ასეთი ტიპის პროექტების ჩაშლა. აღარ არის ეს ადვილი. ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, ყველა მიმართულებით - იქნება ეს კორუფცია, საბოტაჟი, თუ ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობისტს და ა.შ. წელიწადის და 2-3 თვის წინ ასე არ იყო. დღეს, სახელმწიფოს იმის ძალა და ფუფუნება აქვს, რომ იყოს ბოლომდე უკომპრომისო, ისე რომ არ დააზიანოს რაიმე გვერდითი მოვლენებით ინტერესები. სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს, როცა დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე. სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ და დღეს არის. ჩემთვის არასდროს, არც წელიწადნახევრის წინ და არც დღეს, არავის მიმართ მფარველობას არ აქვს არავითარი დატვირთვა. მფარველობა ვერ იქნება ასეთი ნაბიჯებიდან უკან დახევის მიზეზი ჩემთვის.

ჩვენ ხომ შეგვეძლო, მშვიდად გვეზრუნა ქვეყნის განვითარებაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ თან გვიწევდა ამაზე ზრუნვა, თან გვიწევდა რევოლუციის 5 მცდელობასთან დაპირისპირება, ათასი უბედურება იყო - შანტაჟი, საბოტაჟი, კორუფციაც ამის გამოძახილი იყო,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • „ბოლო ნაბიჯი კობახიძის სახლში გასტუმრება იქნება“ - ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზეტვ პირველი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი