მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

იმედი|imedinews.ge

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ზაზა შათირიშვილის წერილზე, სადაც ფილოსოფოსი წერს, რომ გერმანიაში სახელისუფლებო ძალები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავს ესხმიან, ასევე მსჯელობენ ამ პარტიის აკრძალვაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ AfD-ის რეიტინგი წლიდან წლამდე იზრდება და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე საკმაოდ მაღალი რისკი ექმნება არსებულ მმართველ კოალიციას.

„ამასთან ერთად, ყველამ ვიცით, რა არის იმ პროცესების მთავარი მიზეზი, რომელიც განვითარდა, პირველ რიგში, უკრაინაში. მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება. „დიპ სტეიტის“ მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება და ეს არის პრაქტიკული შედეგიც იმისა, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ განსაკუთრებულად შეგვტკივა გული ევროპაზე, ევროკავშირზე და შესაბამისად, ძალიან გვაწუხებს ის პროცესები, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპაში. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ძლიერი ევროპა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, "გემოფესტზე" იმყოფებოდარუსთავი 2
  • „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
კობახიძე →გვაქვს →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ხედავს, რომ მათი წარმომადგენლები ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ

კახა კალაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ხედავს, რომ მათი წარმომადგენლები ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ

იმედი

არჩილ გორდულაძე დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი