მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 არის გამოყოფილი, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი, ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის
ირაკლი კობახიძე: ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 არის გამოყოფილი, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი, ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის

იმედი|imedinews.ge

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, მთლიანობაში ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 და ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი.

„შედარებისთვის, 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯებოდა 371 მილიონი ლარი და ახლა გადავაჭარბეთ 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

მე დეტალურად აღარ გავყვები იმ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაგრძელებული ცალკეული პროგრამებით, რომლებსაც თითოეულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ამ პროგრამების შედეგად 72-დან 76 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს იყო 72.1 და გაიზარდა საშუალო მაჩვენებელი 76 წლამდე და ეს არის იმ მასშტაბური ინვესტიციების შედეგი, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის და ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

წარმატებით გრძელდება ყველა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. გრძელდება ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, რაც ფასების კონტროლისთვის არის მნიშვნელოვანი. ამჟამად რეფერენტული ფასები მოიცავს 313 ნივთიერების 7521 მედიკამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • „ბოლო ნაბიჯი კობახიძის სახლში გასტუმრება იქნება“ - ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზეტვ პირველი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი