მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს
ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს

ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს

იმედი|imedinews.ge

კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, ინსტრუმენტები შეიძლება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს, ობიექტურად, ბევრად მეტი გამოწვევაა კულტურის სფეროში, ბევრი რამ შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო ბოლო წლების განმავლობაშიც, რაღაც შეიძლება კარგად გაკეთდა, რაღაც შეიძლება კარგად ვერ გაკეთდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. პრემიერის შეფასებით, უამრავი გამოწვევაა დარჩენილი. „არის უამრავი მიმართულება კულტურის სფეროში, სადაც პრაქტიკულად არ იქმნება ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც იქნება, ზოგადად, ღირებული ექსპერტული გადმოსახედიდან და რომელიც იქნება ასევე მისაღები ფართო ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ თუ გავიხსენებთ 60-იან, 70-იან წლებს, მაგალითად რომ ავიღოთ კინო, იყო უამრავი კინო, რომელიც იყო მოსაწონი ფართო საზოგადოებისთვის, უყურებდა ქართული საზოგადოება და ექსპერტული გადმოსახედიდანაც იმსახურებდა მაღალ შეფასებას. დღევანდელ კინემატოგრაფიას რომ შევხედოთ, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა. ამიტომ, აქ პრინციპული პრობლემებია. ეს მარტო საქართველოს პრობლემაც არ არის. რომ გადავხედოთ, რა ხდება გლობალურად და რომ გავიხსენოთ ძველი კინემატოგრაფია და ახალი, ძველი სამწუხაროდ ხარისხობრივად უმჯობესია თანამედროვეზე. ამას იწვევს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ბევრი სხვა ფაქტორი, თუმცა ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს და ა.შ. პრობლემა ბევრია და სამუშაო არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პრიორიტეტი კულტურა უნდა იყოს, ისევე, როგორც სპორტი და ნებისმიერი სხვა მიმართულება, კულტურაც უნდა იყოს ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზეBM.GE
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →კულტურის →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს, ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის