მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის
ირაკლი კობახიძე: მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის

იმედი|imedinews.ge

2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, ან საქმიანობის მიმდევარი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. „რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტული შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი და როდესაც განცხადებები კეთდება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მტკიცებულება. როცა ვსაუბრობდი მე 2012 წლამდე რა ხდებოდა, იქ იყო უმარავი მტკიცებულება კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში და ციხეებს გარეთ რეჟიმის წარმომადგენლები. როცა საუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე მტკიცებულებაც უნდა გქონდეთ რომ იქ ნამდვილად იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ დანაშაული ჩადენილი. თქვენ ამის მტკიცებულება არა მგონია, რომ გქონდეთ, რადგან ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანი ეძებს სამართალს, რადგან შეიძლება, ეჭვი ჰქონდეს რაიმესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ აქვს მტკიცებულება, რომ აქ კონკრეტული დანაშაულები იქნა ჩადენილი. მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება რომ გვქონოდა, შესაბამისი პირები თუ პირი აუცილებლად დაისჯებოდა. 2012 წლამდე ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და დანაშაულებზე მქონდა საუბარი. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი. ფაქტი, მტკიცებულებით გამყარებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულების დონეზე. თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი. ასეთი სტანდარტი არსებობდა. ჩვენი სტანდარტი, რატომ არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტი წამების თუ არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, ჩვენთვის ადამიანი, პატიმარია, მსჯავრდებულია თუ პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ საქმიანობის მიმდევარი, ყველა ერთია. ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია, 22 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის ტრამპთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებსBM.GE
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: როგორც დისტრიბუტორებს, ასევე სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ მინიმუმ ფასები აღარ გაეზარდათ,  რესურსი არსებობდა, შესაბამისად, რაც არის ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელი 2-3%, ამ ფარგლებშიც კი აღარ ფიქსირდება  ინფლაცია, თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია

ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის  ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში

ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს