მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის

იმედი|imedinews.ge

ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომლითაც იშიფრება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ განცხადებას, საზოგადოებამ არჩევნებზე სათანადო პასუხი გასცა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გვარამიას ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს შეტანილი.

„თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის, ფართო გაგებით, დანაშაულებრივი მიდგომა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ამას 2024-2025 წლების სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული ასევე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა: ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია – ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. საზოგადოება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხს სცემს ყოველ ჯერზე არჩევნებზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 180 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
  • „იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართესტვ პირველი
  • ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაფორმულა
კობახიძე →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი