მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?

ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?

იმედი|imedinews.ge

ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა? - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის რეკომენდაციას აძლევს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არ დაემსგავსონ მათ.

„რაც შეეხება ზოგად განცხადებებს, აქ ითქვა, რომ რაღაც მოდელირებული რეალობა იყო წარმოდგენილი ანგარიშის სახით, რაღაც სიცრუე და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი ჩემი განცხადება. როდესაც ვინმეზე ვამბობ, რომ მან თქვა სიცრუე, იქვე ფაქტებით ვამტკიცებ-ხოლმე, თუ რატომ არის კონკრეტული განცხადება სიცრუე.

არც ერთი ასეთი ფაქტი, არც ერთი არგუმენტი, უბრალოდ ზოგადი, მშრალი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ეს ხომ უთავმოყვარეობაა, ეს ხომ სამარცხვინო დამოკიდებულებაა, ეს ხომ მათ არაკეთილსინდისიერებაზე და არაკომპეტენტურობაზე და უღირსობაზე მეტყველებს, თუმცა ასეთია აგენტურის ხვედრი. აგენტურა სხვანაირად ვერ მოიქცევა.

ამიტომ კიდევ ერთხელ რეკომენდაცია ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაემსგავსონ ამათ. არ მოაწერონ ხელი ჯაშუშობის ხელშეკრულებას, ეს არის ადამიანის დაღუპვა. აი, დაემსგავსები მერე ამ ადამიანებს, როცა კაცი კაცს აღარ ჰგავს და ქალი ქალს აღარ ჰგავს. იგივე ეხება გარეთ, ეს ხომ სცენარი გადაინაწილეს, აგენტურის ნაწილი უნდა შემოსულიყო, 11 „ნაცი“ და დანარჩენი დატოვეს გარეთ.

ეს იყო სცენარი, გარედან დაკვეთილი სცენარი. იგივეა გარეთ მათი მეგობრების და პარტნიორების სახეც ხომ, ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, იქ „ახალი“, „ლელო“ და ასე შემდეგ, არსად კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს. აი, ეს არის მართლა ტრაგიკული მოვლენა, რასაც არ შეიძლება, გულგრილად შევხედოთ. ამას სჭირდება შველა. ამის მერე კიდევ ვიღაცები მოდიან და გვეუბნებიან, რომ იქ რაღაცა იქნებ, სარჩელის გამოტანაზე იფიქროთ, იქ რაღაც ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუცია და ასე შემდეგ.

რა უნდათ ამ ადამიანებს პოლიტიკაში? ვიდრე ასეთი ადამიანები - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი, ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება, შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?!“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • „ბოლო ნაბიჯი კობახიძის სახლში გასტუმრება იქნება“ - ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზეტვ პირველი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი