მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

იმედი|imedinews.ge

ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ აქ საქმე ეხებოდა ომის საფრთხეს. ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში და არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი. დანარჩენი საზოგადოებამ იმსჯელოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაიწყო ოპოზიციის აქციები.

„თავის დროზე სხვა რამესაც გვთხოვდნენ, ეს მარტო სანქციები არ იყო, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის თანხმობით. მთავრობის თანხმობით გაშვებული თვითმფრინავით უკრაინაში მებრძოლ მოხალისეებზე იყო საუბარი, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ხდებოდა სამხედრო კონფლიქტის ნაწილი. კითხვა მაქვს ოპოზიციასთან, მარტო რომ ვიბრძოდით და რომ ვამბობდით, სანქციების დაწესება არ შეიძლება რუსეთისთვის, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნა მთავრობის თანხმობით თვითმფრინავებით ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სად იყო თქვენი პატრიოტიზმი, სად იყო ამ ხალხის ქვეყნის სიყვარული. ერთი მათგანი გამოვიდა და გვერდში დაუდგა ხელისუფლებას მაშინ, როცა პირდაპირი შანტაჟი და ზეწოლა იყო, რომლის მიზანი იყო იმის რეალიზება, რასაც სწორედ რომ დახურულ შეხვედრაზე ითხოვდნენ? ერთი თქვენგანი გამოხვედით და დაგვიდექით გვერდით? ამერიკის ელჩმა მოითხოვა თვითმფრინავის გაშვება, ორი თვითმფრინავი გაუშვით და მეტი არ მინდაო, სადაც მეც ვესწრებოდი, ეს უკვე იყო სხვა შეხვედრაზე. მერე შემთხვევით დაემთხვა, რომ იმავე დღეს მოაფიქრდა ოპოზიციას ამ მოთხოვნის წამოყენება. ეს არის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც ომის დაწყებისთანავე დაიწყო ოპოზიციის აქციები. რას ითხოვდნენ? რუსთაველზე რომ გამოვიდნენ საპროტესტო აქციით ხელისუფლების წინააღმდეგ. ზელენსკი რომ გამოვიდა, 24-ში დაიწყო ომი და ხუთ დღეში გამოვიდა ზელენსკი, გაიწვია საქართველოდან ელჩი ემოციურ ფონზე, ბელარუსიდან არ ჰყავდა ელჩი გაწვეული. ორი მიზეზი დაასახელა - სანქციები რატომ არ დაუწესეთ რუსეთს და რატომ არ გამოაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში. ამას როგორ გამოეხმაურა მაშინდელი ოპოზიცია - კი არ დაგმეს, ომშია პრეზიდენტი და შეიძლება არ დაგმო, მაგრამ ხომ შეიძლება, გამოხვიდე და თქვა, პატრიოტიზმის ხომ არსებობს - ეს არ არის სწორი მოთხოვნა და მოდი აბა დავუდგეთ ხელისუფლებას გვერდით. პირდაპირ ომის საფრთხეზეა საუბარი. კი, ომშია ეს კაცი, მაგრამ არ არის სწორი მოთხოვნა. ერთი კაცი გამოვიდა? მარტო რომ ვიბრძოდით. ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიგვეღო, მოლაპარაკებები არ უნდა გაგვხსნოდა და ათასი უბედურება. რას არ გვაბრალებდნენ, რომ საქართველოში არის რეჟიმი, დიქტატურა. თითქოს 2004-2011 წლის საქართველოში ვცხოვრობდით. ეს ხომ სამარცხვინოა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს

გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში

იმედი