მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას
ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას

იმედი|imedinews.ge

დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს. მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს. „უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.

დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • „ბოლო ნაბიჯი კობახიძის სახლში გასტუმრება იქნება“ - ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზეტვ პირველი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი