მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე: ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი
ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე: ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი

იმედი|imedinews.ge

ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ვახო სანაიას დაკავებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება არ იცავს უხეშ შეურაცხყოფას.

„რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ, წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა. საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები. მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა და ეს პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ საქართველოში გააღვივონ ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი, თუ რაიმე სხვა, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას, ჩვენ არავის მივცემთ გარედან სიძულვილის და აგრესიის თავსმოხვევის საშუალებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
კობახიძე →კანონის →

მსგავსი სტატიები

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

იმედი

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

იმედი

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

იმედი

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

იმედი