მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში
ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში

იმედი|imedinews.ge

ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში.

„ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა დაახლოებით ორი კვირის წინ, არის კონკრეტული ტიპის პრობლემები, მათ შორის არის თავდაცვის სამინისტროს გარკვეული ინტერესებიც, არის ტექნიკური საკითხები, რაც რეგისტრაციასთან, მონაცვლეობასთან ასევე არის დაკავშირებული. თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. მრავალი წელია ეს პრობლემა არ გადაიჭრა, გადაჭრა შესაძლებელია და მუშაობა გაგრძელდება. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა. რაც შეეხება სტუდქალაქს, სხვა ადგილი რეალურად არ არსებობს, რომელმაც შეიძლება უპასუხოს უნივერსიტეტის საჭიროებებს. ეს ადგილი მნიშვნელოვანია, იყოს სწორედ რომ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პირველ რიგში, თვითონ უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრ ფაქტორს დაეფუძნა ჩვენი გადაწყვეტილება ამ ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიწების გამოსყიდვას, ეს იყო წლების მანძილზე მკვდარი რესურსი და სწორედ ამის გამო ვერაფერი ვითარდებოდა ამ ადგილას. მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანებისთვის რესურსების გაერთიანებაც იყო ძალიან რთული. რაც იყო პრაქტიკულად მკვდარი რესურსი, იმაში სახელმწიფო გეგმავს საკმაოდ დიდი თანხების გადახდას თითოეული მესაკუთრისთვის. თანხა არის თუ არა სწორად განსაზღვრული, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს თანხა განსაზღვრა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ. რაც არის სტანდარტული, სახელმწიფო სისტემაში არსებული პროცედურა, განისაზღვრა ფასები და ამ ფასების საფუძველზე დაიწყო მიწების გამოსყიდვა. ინტერესი არის სახელმწიფოებრივი. ჩვენ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვართ, რომ დავრჩეთ იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც დღეს არის, რომელიც ვერ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს. ამ დროს შესაძლებელია კონკრეტულ ადგილას აშენდეს ისეთი სტუდენტური ქალაქი, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად იქნება შესაბამისობაში თანამედროვე მოთხოვნებთან. თუმცა, ყველა საკითხზე შეიძლება მსჯელობა“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება მიწის რეგისტრაციას, მთავრობის მეთაურის განცხადებით, სადაც არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, პროცესის დაჩქარება შესაძლებელია.

„მიწის რეგისტრაციას რაც შეეხება, სადაც არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, შეგვიძლია ვნახოთ, ვუშუამდგომლებთ შესაბამის უწყებასთან და შეგვიძლია დავაჩქაროთ შესაბამისი პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზეBM.GE
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →უნივერსიტეტის →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად

ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს

გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა